ბათუმის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნება - 20-ზე მეტი უცხოელი მუსიკოსი და ქართველი შემსრულებლები 9 დღის განმავლობაში მუსიკალურ ცენტრში შეკრებილ მსმენელს კლასიკური მუსიკის გარდა თანამედროვე კომპოზიციებს და ფოლკლორულ შედევრებს შესთავაზებენ.
ფესტივალი ბათუმში უკვე მეექვსედ UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება. ცხრიდან ერთი დღე - სრულად საქველმოქმედო იქნება.
კონცერტიდან შესული თანხა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.
შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ქვეყნის და ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგენა.