ბათუმის დრამატულ თეატრში 145-ე თეატრალური სეზონი იხსნება

29 სექტემბერი 2023, 18:02 913 ნახვა

145-ე თეატრალური სეზონი იხსნება ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.მაყურებელი დღეს 19 საათზე მიხეილ ჯავახიშვილის პიესის “შერცხვენილნის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „სოფელსა შინას“ იხილავს.1 ოქტომბერს კი  „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ გაიმართება. ახალ სეზონზე ემზადებიან პრემიერებისთვისაც, 4,5,6 , 14 და 22 ოქტომბერს სპექტაკლ „სახლი ღრუბლებში“ პრემიერაა დაგეგმილი, ასევე საპრემიერო   ჩვენება გაიმართება 11-12 -13  და 18 ოქტომბერს ,ეს არის ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო  ნამუშევარი “ბანკომატი". თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღნიშნავს,გასული სეზონი წარმატებული იყო, თუმცა  ახალი უკეთესი იქნება.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში