საკრებულოს სხდომა ქობულეთში

29 სექტემბერი 2023, 14:14 755 ნახვა

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქობულეთში. დეპუტატებმა ფიჭვნარის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცებაზე იმსჯელეს, რომლის თანახმადაც შპს "ჯეიმს თაუერის" მიერ დაგეგმილია 20 სართულიანი ერთი მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა.  

ასევე, დაბა ჩაქვში შპს "როგანტინ მისთეითის" მიერ დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფიჭვნარის დასახლებაში დაგეგმილი მშენებარე პროექტი ქალაქის ურბანულ განაშენიანებას უშლის ხელს. საკრებულოს თავმჯდომარე არ ეთანხმება ოპონენტებს და ამბობს, რომ მშენებარე პროექტები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უჩენს მუნიციპალიტეტს.

სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან კამათი მოჰყვა, ქობულეთის წყლის ყოფილი დირექტორის საკითხს, რომელიც არსებული ინფორმაციით, დასაქმებულებს წინასწარ ურიცხავდა ხელფასს.

ენმ-ში ამბობენ, რომ მმართველი პარტია არაჯეროვნად ასრულებს საქმეს და კორუფციული გარიგებებშია ჩართული, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქობულეთის წყლის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი