რთველი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. მოსავლის აღება და, ზოგადად, ყურძნის ჩაბარების პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე ჩაბარებული არის, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.