შუახევში ჩირუხის მთის მიმართულებით ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
პროექტის მიხედვით, აშენდება ერთი ხიდი, ბეტონის კედლები, გაბიონები. მოეწყობა ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.
რეაბილიტირებული გზა დაუკავშირდება შუბნის თემსა და ჩირუხის მთას.