მოქალაქეების პეტიცია

27 სექტემბერი 2023, 11:10 749 ნახვა

შინაური ცხოველების კასტრაციისა და სტერილიზაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის შექმნისა და ცხოველთა თავშესაფრის აშენების" მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ქობულეთის საკრებულოს მოქალაქეების პეტიციით მიმართა. მოთხოვნას 751-ადამიანი აწერს ხელს.

პეტიცია საკრებულომ ბიუროს სხდომაზე უკვე განიხილა და მერიას რეაგირებისთვის გადაეგზავნა. მოთხოვნის მიზანია ქობულეთში მომავალი წლიდან მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდეს. 2025 წლიდან კი აშენდეს ცხოველთა დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარი შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ საკითხზე უკვე მუშაობენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში