სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის მერიის და საკრებულოს წევრებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალთან შეიკრიბნენ და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოგვიანებით კი აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, თეიმურაზ ჯორბენაძის საფლავზე იმყოფებოდნენ. მეომარი სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აფხაზეთის ომში 3 ადამიანი დაიღუპა, მუნიციპალიტეტში ომის 120 ვეტერანი ცხოვრობს.