აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ჰილარი კლინტონის პორტრეტი გაიხსნა

27 სექტემბერი 2023, 11:08 460 ნახვა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ოფიციალური პორტრეტი გაიხსნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც კლინტონმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტს მიმართა.

''ძალიან ცუდი, რომ ვლადიმირ,  ეს შენ თვითონ აუტეხე შენს თავს.  ეს იყო კამათის საგანი და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ხალხს არ აიძულებენ ნატოში გაწევრიანებას, ხალხი ირჩევს და სურს ნატოში გაწევრიანება" - თქვა კლინტონმა, რომლის გვერდით  აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იდგა.

ჰილარი კლინტონმა მაღალი შეფასება მისცა  იმ სამუშაოს, რომელიც რიგით  67-ე სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას მან და მისმა გუნდმა შეასრულა და აღნიშნა, რომ  ეს პრიორიტეტები  ნატოს გაფართოების ჩათვლით ბაიდენის ადმინისტრაციაშიც გაგრძელდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი