სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
დროშები დაშვებულია, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეც.
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა.