პარლამენტი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, საქართველოს კანონში შესატან ცვლილებზე მსჯელობს. საკითხი ჯანდაცვის, საგარეო ურთიერთიერთობისა და გაერთიანებული კომიტეტების სხდომებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.
ოპოზიცია მიმდინარე წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს, ამბობს, რომ ცვლილებების მიხედვით იზრდება ბიუროროკრატიული და კონკრეტული უწყებების დაფინანსება, რაც მათივე განცხადებით, ქვეყნის მთავარ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
მმართველი გუნდი მოსახლეობის ინტერესების გატარებაზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებების გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს.