უკრაინის პრეზიდენტმა ოტავაში კანადის პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კიევს ოტავა მეტი შეიარაღების გაგზავნას დაჰპირდა.
2022 წლის სექტემბრიდან კანადამ 6 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოუყო უკრაინას დახმარების სახით, მათ შორის 2 მილიონი სამხედრო დანიშნულებისთვის. ზელენსკი ოტავაში კანადის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
ზელენსკის გამოსვლამდე ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ კანადა დამატებით 650 კანადურ დოლარს გამოუყოფს უკრაინას სამხედრო დახმარების სახით სამი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 50 დაჯავშნული მანქანის მიწოდების მიზნით.