ბოლნისში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა, გაშველების მცდელობისას მცირე დაზიანება მიიღო შვილმაც. მომხდარის შემდეგ კი, მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა.
მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 (ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 11 პრიმა 108 მუხლებით (ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობა) არის დაწყებული.