გვატემალაში წყალდიდობამ 6 ადამიანი იმსხვერპლა

26 სექტემბერი 2023, 10:18 555 ნახვა

6 ადამიანი დაიღუპა და 13 უგზოუკვლოდ დაიკარგა გვატემალის დედაქალაქში ძლიერი წყალდიდობის შედეგად.  გადაუღებელმა წვიმამ დედაქალაქში მდინარე ლას ვაკასის ადიდება გამოიწვია.

ქალაქის სამხრეთ ნაწილში  წყლით დაიფარა 3 კილომეტრი ფართობის ტერიტორია.  წყალმა წალეკა 6 სახლი. ინფორმაციას გვატმალის საგანგებო სიტუაციათა  სააგენტო ავრცელებს.

ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის მონაცემებით, დაღუპული 6 ადამიანიდან ერთი არასრულწლოვანია.  გვატემალაში წვიმების სეზონზე  მიმდინარე თვეში წყალდიდობების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში