ტალინში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 26 სექტემბერს პრეზიდენტი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს, 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად იმართება.