საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ვიზიტებს გამართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერა.
დღეს, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, ხვალ რიგაში - ლატვიის პრეზიდენტს, 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში - გიტანას ნაუსედას.