შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის შეფასება სთხოვა. ევრორეკომენდაციების შესასრულებლად მიღებული კანონებისა და კანონპროექტების განხილვის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიას უკვე მიმართა.
"მორიგი ბლეფი და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი" - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომლებიც კომისიისთვის გაგზავნილი დოკუმენტის გასაჯაროვებას ითხოვენ და ობიექტური დასკვნის მოლოდინში არიან.