რუსულმა ძალებმა ოდესაზე თავდასხმა განახორციელეს, დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა - უკრაინული მედია

25 სექტემბერი 2023, 09:51 473 ნახვა

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქს "შაჰედის" დრონებით, ასევე "ონიქსის" და "კალიბრის" რაკეტებით შეუტიეს - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით,  საჰაერო თავდაცვამ რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, მაგრამ იყო დარტყმაც, რის შედეგადაც საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

"ოდესის საზღვაო ტერმინალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო, ხანძარი გაჩნდა სადგურის სასტუმროს შენობაში, რომელიც რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს. მეხანძრეებმა ის სწრაფად ჩააქრეს. ,,ონიქსებმა'' გაანადგურეს მარცვლეული, მაგრამ არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთი საწარმოს სასაწყობო შენობას და კერძო სახლს ოდესის გარეუბანში. ხანძრები ლიკვიდირებულია. მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის დამცველებმა გასული დღის განმავლობაში  420 დამპყრობელი და 25 მტრის საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი