პორტრეტები, პეიზაჟები და ნატურმორტები - ბათუმელი მხატვრის ზაზა ჯალაღანიას ფერწერული ტილოები გამოიფინა ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში. ეს მხატვრის მეორე პერსონალური გამოფენაა ბათუმში.
საერთო ჯამში კი ხელოვანს 10-ზე მეტი გამოფენა აქვს. მათ შორის მხატვარს იცნობენ და ხშირად მასპინძლობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ზაზა ჯალაღანიას ნამუშევრებს დამთვალიერებელი დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე 5 დღის განმავლობაში ნახავს.