თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ შეხვედრაზე. საუბარი ასევე შეეხო აშშ - ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს და სანქციათა შესრულების წესში ცვლილებას. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-მა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით შეიმუშავა და აამოქმედა აღნიშნული ცვლილება.პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.