დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის - ვიოლა ფონ კრამონი

22 სექტემბერი 2023, 14:44 516 ნახვა

დროა ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, როდესაც ხელისუფლებაში მყოფნი ხალხს ღალატობენ, ეს ხალხი თავის ძალას აჩვენებს.

„ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი ამჟამინდელი მთავრობა არ იმსახურებდეს“ - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში