ჯეოანესთეზია-2023 კონფერენციას ბათუმი მასპინძლობს. შეხვედრაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ტრენინგი უტარდებათ, ასევე მიმდინარეობს გადაუდებელ მედიცინის სპეციალისტებთან შეხვედრა.
კონფერენციაა 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, შეხვედრაზე მსოფლიოს ათზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი.
მედიკოსები იმსჯელებენ კარდიალურ პრობლემებზე, ასევე პაციენტების ინტრაოპერაციულ და პოსტოპერაციულ გამოწვევებზე.