“ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს

21 სექტემბერი 2023, 17:34 660 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თორნიკე მარსაგიშვილმა განაცხადა, ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში