შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან

21 სექტემბერი 2023, 14:44 577 ნახვა
00:00
00:00

გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობის მნიშვნელობა განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში - ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც გაეროს ბავშვთა ფონდის  საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა.  

იესპერ მოლერსა და თორნიკე რიჟვაძეს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 

აჭარის მთავრობის მეთაურმა იესპერ მოლერს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

ინფორმაცია და ვიდეომასალა მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში