პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია

21 სექტემბერი 2023, 13:00 562 ნახვა

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია.

ნანა ყეინიშვილს 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგ არც ერთი არ იყო. რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკს, მისი კანდიდატურის მომხრე 82 დეპუტატი იყო, არც ერთი წინააღმდეგი. 

საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ.

დღეს საკომიტეტო მოსმენისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტს აღნიშნული კანდიდატურების უკან გაწვევა სურს. სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა კი განმარტეს, რომ გაწვევის მსგავსი პროცედურა არ არსებობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ამჟამად ცხრა წევრის ნაცვლად, მხოლოდ შვიდი წევრია. მათგან სამმა, საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა, საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში, 21 ნოემბრიდან დატოვებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი