პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.
მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გუშინ დატოვეს თანამდებობები. როგორც ჩანს, 2023 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ერთპიროვნულად მიიღო და ეროვნული ბანკის წევრებთან შეთანხმებული არ იყო.
„ნახეთ, რომ კანდიდატები არ იყვნენ წარმოდგენილი კომიტეტზე. ეს მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. ასევე, რა მექანიზმები არსებობს უკან გაწვევის, ამაზე დეტალებში არ შევალ. რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, კონსტიტუციას არღვევს უმრავლესობა. კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის თავის საქმეში დამოუკიდებელი და მის საქმიანობაში ირიბად, ზეპირად, თუ რაიმე ფორმით ჩარევა არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი..
თუ ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატები თვითონ იტყვიან უარს, ავტომატურად ნიშნავს, რომ გაწვეული არიან. თუ უარს არ იტყვიან, კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით ასეთი თანხმობა არ არსებობს. თუ უყრიან კენჭს და გადაწყვეტილებას მიიღებენ მათი ნება იქნება”, - განაცხადა მსხილაძემ.