ინერტული მასალის გატანის გამო ენმ პროკურატურას მიმართავს

20 სექტემბერი 2023, 18:09 596 ნახვა

მდინარე ჭოროხიდან ინერტული მასალის უკანონოდ  გატანის ფაქტებთან დაკავშირებით  ნაციონალური მოძრაობა პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს.მიშა ბოლქვაძე ირწმუნება,რომ მის მიერ მოწოდებულ კადრებში სწორედ ის სატვირთო ავტომობილებია ასახული,რომლითაც სხვადასხვა კომპანიას მდინარიდან ამოღებული ქვა ღორღი ღამით,კანონის გვერდის ავლით გააქვს. ოპოზიციონერი დეპუტატი პროკურატურას მოუწოდებს,ყველაფერი გააკეთონ კანონდარღვევის გამოძიებისა და მსგავსი ფაქტების აღკვეთისთვის, რადგან  ჭოროხიდან დიდი რაოდენობით  ინერტული მასალის გატანით არამხოლოდ კანონი ირღვევა ზიანი  ადგება  მდინარისპირა სოფლებსა და  გარემოს.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით მიმდინარე წელს,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში  წიაღის უკანონო მოპოვება სარგებლობის  24 ფაქტი გამოვლინდა,მათგან 14 ადმინისტრაციული 10 კი სისხლის სამართლის.წიაქღით სარგებლობისთვის  ტერიტორიაზე 5 ლიცენზიაა გაცემული და წიაღის მოპოვება მათ მიერ  კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი