ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ სანქციების წესის აღსრულების ცვლილება კონკრეტულ პირთან დაკავშირებული არაა და, რომ სებ-ი არ ცდილობს სანქციების გვერდის ავლას.
რაც შეეხება სანქციების აღსრულებას, ნათია თურნავას განცხადებით, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქეზე გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.