აზერბაიჯანმა ყარაბაღის რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია შეაჩერა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს ანტიტერორისტული ზომების შეჩერებას 20 სექტემბრის 13:00 საათიდან და ჩამოთვლილია პირობები, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონში დისლოცირებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა და უკანონო შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა დაყარონ იარაღი, დატოვონ საბრძოლო პოზიციები და სამხედრო პუნქტები და დაექვემდებარონ სრულ განიარაღებას. უნდა გაიტანონ საბრძოლო მასალა და გაიყვანონ მძიმე სამხედრო ტექნიკა. ეს პროცესი რუსულ სამშვიდობო კონტიგენტთან კოორდინაციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერების თხოვნა ბაქომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღო.