საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო

20 სექტემბერი 2023, 10:54 335 ნახვა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება. საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესზე.  

კერძოდ, ამ თანამდებობებზე ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 76 ხმისა, საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა საერთო შემადგენლობის 3/5, ანუ 90 ხმა.

თუკი ვერ მოხდება საჭირო ხმების კონსოლიდირება კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად, ამ შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტი, კონკურსში მონაწილე პირებიდან თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით 5 წლის ვადით დანიშნავს ცესკოს თავმჯდომარეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში