„იარე ლიზა“ - ნანა ჯანელიძის ფილმის საპრემიერო ჩვენება ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ფილმი მოგვითხრობს, აფხაზეთის ომზე და ამ ბრძოლაში აფხაზებისა და ქართველების შესახებ, რომელიც ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილის სცენარის მიხედვით არის გადაღებული.
ფესტივალი წელს მეთვრამეტედ იმართება და მასში მონაწილეობას 30-ზე მეტი ქვეყნიდან იღებენ.
ნაჩვენები იქნება 25 სრულმეტრაჟიანი და ამდენივე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ასევე დოკუმენტური ფილმების სექცია იმუშავებს.