დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარების მიცემის უფლებას ითხოვს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. გიორგი ანდრიაძე რაიმე ტიპის საშიშროებას ვერ ხედავს, ამიტომ თხოვნით სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს. მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ადამიანს და არა მარტო დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება შეუზღუდოს. მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის საერთაშორისო უფლებებს, სადაც რელიგიური მოთხოვნილებები პირველ ადგილზეა. საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამ მხრივ სამართლებრივი კუთხით დახმარებაზე მზად ყოფნას გამოთქვამს.