პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

19 სექტემბერი 2023, 15:00 446 ნახვა

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე განაცხადა, სადაც ლიდერთა დიალოგის ფორმატში დისკუსია გაიმართა.

"საქართველომ, 17 მდგრადი განვითარების მიზანი და 93 ორიენტირი განსაზღვრა პრიორიტეტებად და 200 ინდიკატორი შეიმუშავა პროგრესის მონიტორინგისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭო კონსტრუქციული, ინტერპერსონალური დიალოგის გასაძლიერებლად. ჩვენი პოლიტიკა მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი