შეფასებები სუს-ის განცხადებაზე

19 სექტემბერი 2023, 14:44 700 ნახვა

დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად - მეორე დღეა სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეფასებების თემაა.

"ნაციონალური მოძრაობა" სუსის ინფორმაციას არ ენდობა. გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში.

ცნობისთვის, სუსის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი