მოხარული ვარ, რომ დაზვერვის სამსახური დღეისათვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულფასოვნად და ეფექტურად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ფეისბუქზე" წერს.
ის აღნიშნავს, რომ რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, მათ აკისრიათ უმნიშვნელოვანესი მისია − შეინარჩუნონ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. პრემიერი პროფესიულ დღეს ულოცავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს.