''დეკანოზი გიორგი მამალაძე მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს ჩვენების მიცემას, რაც მისი ოჯახი იქნება დაცული''-ამბობს მიხეილ რამიშვილი. მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე დაცვის მხარეს პასუხი არც იმ მოთხოვნაზე მიუღია, რომელიც გაუთქმელობის დოკუმენტის გაუქმებას ეხება. ნათია კოპალიანი მოგვიყვება ბოლო ინფორმაციას, თუ კიდევ რა ახალი დეტალებია ე.წ-ლი ციანიდის საქმეზე.