ვიმედოვნებთ, დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც რადიკალურ ოპოზიციას გამოაცლის ხელოვნურ საბაბს რადიკალიზმის გასაღვივებლად - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2023, 21:25 431 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომიის წარმომადგენლებთან შედგა საუბარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ და ორგანულ კანონში დამატებით შესატან ცვლილებებზე.

„ესეც იყო ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა, რასაც ასევე სრულად ვპასუხობთ. საქართველოს პარლამენტში ინცირებულია „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის საკითხს ეხება. პარლამენტი ამ კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს და მიიღებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, კნაონპროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ასევე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, ევროკომიის რეკომენდაციის შესაბამისად, ვენეციის კომისიაში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიგზავნება ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დაფუძნებასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

„იყო ოთხი ძირითადი რეკომენდაცია და ჩვენ გვაქვს სრული რეაგირება ყველა თემაზე. გარდა ამისა, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, მანივალის რეკომენდაციის შესაბამისად დამტკიცდება ეროვნული რისკების შეფასების დოკუმენტი ფულის გათეთრების შესახებ. ასევე, მომზადდება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის პირველადი პროექტი. აგრეთვე, ევროკომისიაში გაიგზავნება ინფორმაცია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენასთან და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით გამოძიების შესახებ. გაგრძელდება, როგორც საერთო, ისე დარგობრივი საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

როგორც ხედავთ, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა არ დატოვოს მინიმალური საბაბიც კი საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის კანდიდატის სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის სათქმელად. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც რადიკალურ ოპოზიციას გამოაცლის ხელოვნურ საბაბს ქვეყანაში რადიკალიზმის გასაღვივებლად და თვისობრივად შეამცირებს ე.წ. პოლარიზაციას, რომლის შენარჩუნება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესებში შეიძლება შედიოდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში