ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი „ბიაფი”-ი გუშინ ბათუმელი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმით “ლოტო-თი“ გაიხსნა. საკონკურსო ფილმების ჩვენება 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.რიგით მეთვრამეტე ფესტივალი წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება კინომოყვარულების წინაშე და იქნება საპრემიერო ჩვენებები. ნაჩვენები იქნება 25 სრულმეტრაჟიანი და ამდენივე მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან. ასევე დოკუმენტური ფილმების სექცია იმუშავებს.ტრადიციულად წელსაც იქნება დიდოსტატთა კოლექცია და ქართული პანორამა, ასევე თბილისის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის საკონკურსო და სპეციალური ჩვენება. საკონკურსო ფილმებს ხუთწევრიანი საერთაშორისო ჟიური გიორგი ოვაშვილის ხელმძღვანელობით შეაფასებს.ფილმების ჩვენება კინოთეატრ “აპოლოში“ და ასევე ღია ცის ქვეშ ევროპის მოედანზე გაიმართება.