სოფელ ზედა ლეღვაში სასმელი წყლის მიწოდებას და გზის მოწესრიგებას ითხოვენ

18 სექტემბერი 2023, 14:09 689 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ლეღვაში მოსახლეობა სასმელი წყლის და ავარიული გზის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით წყალი სოფელს გრაფიკით მიეწოდება და მარაგის შევსებას ვერ ახერხებენ. ვითარება განსაკუთრებით რთულდება ზაფხულის პერიოდში.

რაც შეეხება გზას, რომელიც სამ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს, წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტს პრობლემის მოგვარების თხოვნით არაეთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივებს დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეხვდნენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში