ნარკოდანაშაულის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

17 სექტემბერი 2023, 12:02 653 ნახვა

გამოვლენილია ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი - დანაშაულზე ამჯერად რუსეთის მოქალაქეა დაკავებული, რომელსაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებას ედავებიან. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავებული გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 244 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით ამოღებულია 998 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ნაწილსაც ბრალდებული ინახავდა დაცულ საცავში, ხოლო ნაწილი განთავსებული ჰქონდა კონკრეტულ ლოკაციაზე მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში