პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს და უცხოეთის 4 მოქალაქე დააკავა, რომლებიც დაზარალებულებს, მათ შორის შშმ პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ.
უწყების ცნობით, დაკავებულებიდან ორმა, ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავა და ისინი დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ.
დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.