კამერული მუსიკის IX ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ გრძელდება. დღეს მარტვილში მსმენელს შესაძლებლობა აქვს საფორტეპიანო მუსიკას მოუსმინოს - ნორჩი ქართველი ტალანტების შესრულებით.
ფესტივალი სამდღიანია და იმ ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელსაც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართველმა და ფრანგმა დიდგვაროვნებმა - დადიანებმა და მიურატებმა მარტვილში, სალხინოს საშემოდგომო რეზიდენციაში საფუძველი ჩაუყარეს.
სალხინოს სასახლე 2015 წლიდან საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის საკონცერტო საღამოები რეზიდენციის ორსაუკუნოვანი ჭადრების ხეივანში - ღია ცის ქვეშ იმართება.
„სალხინოს კამერატა“ სამეგრელოს რეგიონში კლასიკური მუსიკის ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალია.