საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობებს შორის შეთანხმებებს. საუბარია ინვესტიციების წახალისებაზე და საჰაერო მიმოსვლაზე. აღინიშნა, რომ ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სახელმწიფოების თანამშრომლობას, ინვესტიციების ზრდასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას.