ბათუმის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერი 2023, 14:19 848 ნახვა

რეგიონში 229  სკოლის კარი დღეს 6500-ზე მეტმა პირველკლასელმა შეაღო. მათ შორის ათობით მოსწავლე  განახლებულ სასწავლო გარემოში  გააგრძელებს სწავლას. ბათუმში  4089 პირველკლასელია რეგისტრირებული.     

თითქმის ყველა სკოლაში გაზრდილია პირველკლასელთა რაოდენობა და რამდენიმე პარალელური კლასი ფუნქციონირებს.  

გასული წლების მსგავსად წელსაც პირველკლასელებს შესაბამისი  ინვენტარი გადაეცათ. წელს 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხერხდა, მათ შორისაა ბათუმის მეთხუთმეტე საჯარო სკოლა, რომელსაც ახალი, სამსართულიანი  კორპუსი შეემატა. აქამდე არსებული კი გარემონტდა. სამუშაოებისთვის 2 მილიონზე მეტი დაიხარჯა.  

ახალი სივრცის მოწყობის ხარჯზე სკოლაში 860-დან 1300-მდე  გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი