ბათუმის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერი 2023, 12:04 1065 ნახვა

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.  გასული წლების მსგავსად წელსაც პირველკლასელებს შესაბამისი  ინვენტარი გადაეცათ. 55 000-დან  48 ათასი პირველკლასელი საჯარო სკოლებშია რეგისტრირებული, დაახლოებით შვიდი ათასი კი კერძო სკოლებში.

ბათუმის საჯარო სკოლების ძირითად ნაწილში პირველკლასელები საგანმანათლებლო პროცესში დღის მეორე ნახევრიდან შეუერთდებიან.

თითქმის ყველა სკოლაში გაზრდილია პირველკლასელთა რაოდენობა და რამდენიმე პარალელური კლასი ფუნქციონირებს.

გასული წლის მსგავსად საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვები წელსაც მიიღებენ განათლებას, მათთვის სპეციალური უკრაინული სექტორია გახსნილი.

წელს ჭარაში სულ განხორციელდა 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი