საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკურ სპექტრში ყოველ დღე მეტ აქტუალურობას იძენს. დეპუტატების ნაწილი პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესზე დასწრებას გეგმავს,ნაწილი თავს იზღვევს და საერთოდ აღარ მიდის პარლამენტში, უმრავლესობა პირველ ჩვენებას არ ცვლის და ამბობს, რომ კონსტიტუციის დარღვევას ქვეყნის მთავარსარდალს არ აპატიებს. ქვეყნის ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას კი საკუთარი, მაგრამ უკვე ყოფილი თანაგუნდელების იმედი აღარ აქვს. პრეზიდენტის იმპიჩმენტი და მხარეთა პოზიციები ჩვენს რეპორტაჟში.