ახალ სასწავლო წელს აჭარის რეგიონი სიახლეებით ხვდება. ბათუმში სწავლა მე-15 საჯარო სკოლის ახალ შენობაში განახლდება.იგეგმება ამავე სკოლისთვის დამატებითი კორპუსის მშენებლობა. ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის რებილიტირებულ შენობაში გაგრძელებენ სწავლას. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება ათ საჯარო, მათ შორის მე-5, მე-4 და მე-7 სკოლებს. მიმდინარე წელს აჭარაში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის 33 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქვე გეტყვით რომ დღეს მთავარის ცენტრალურ გამოშვებაში აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს