იმპიჩმენტზე კენჭისყრას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" არ დაესწრება

14 სექტემბერი 2023, 17:45 728 ნახვა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. აქვე გეტყვით, რომ სწორედ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელეს დღეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოზე. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, „პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი და არც პოლიტიკური შინაარსი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში