ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა, ბათუმელების კრიტიკის მიზეზი კიდევ ერთხელ ხდება. ამჯერად მისი ახალი მინაშენის გამო. სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მიდგომებს უწუნებს და ამბობს, რომ იგივე შეცდომებს უშვებს, რასაც მისი წინამორბედი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის- ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის ინვესტიციის განხორციელებას ისინი, დაუშვებლად მიიჩნევენ.