პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობენ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოზე. „პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი და არც პოლიტიკური შინაარსი. „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ თემის გამოყენებას და საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვა არაარსებით საკითხებზე, როგორიც იმპიჩმენტია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში, – ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე განიხილება მათ შორის ფორმა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთოდ დატოვოს დარბაზი იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს.