„აფხაზეთი საქართველოა“ – ენმ 27 სექტემბერს აქციას გეგმავს

14 სექტემბერი 2023, 14:05 613 ნახვა

„აფხაზეთი საქართველოა“ - ამ სლოგანით  სოხუმის დაცემის თარიღთან დაკავშირებით ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' 27 სექტემბერს აქციას აანონსებს. აქციის ფორმატის შესახებ პარტია ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. 

პარტიაში აცხადებენ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთი ოკუპანტია და გააჟღერებენ აფხაზი ხალხის მიმართ შემრიგებრულ გზავნილებს.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' მოუწოდებს რიგით მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქციას შეუერთდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში